ბელგიის საგარეო საქმეთა მინიტრი - ბელგია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ბელგია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, - ასე ეხმაურება ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.

ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ ინიციატივას გადახედოს და ევროკავშირის მიმართ თავისი ვალდებულებები შეინარჩუნოს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. ქართველები ევროპული მომავლისკენ ისწრაფვიან. მათი ხმის მოსმენა აუცილებლად უნდა მოხდეს“, - წერს ჰაჯა ლაბიბი X-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება