არმაზ ახვლედიანი - თუ ვეტო დაძლეული იქნება, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მტკიცე ერთობას იხილავს - ვფიქრობ, დღის წესრიგში დადგება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი

მათ აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია გააჩნიათ იმ მავნებლობის შესახებ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოსთვის ჩაიფიქრა და თუ კანონი საბოლოოდ გაფორმდება, „ოცნება“ უნდა ელოდოს სანქციებს და უფრო მეტსაც, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ვეტო დაძლეული იქნება, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მტკიცე ერთობას იხილავს და დღის წესრიგში აუცილებლად დადგება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მკაფიო გზავნილები მე არასდროს მომისმენია. მათ აბსოლუტურად სრული, ზუსტი ინფორმაცია გააჩნიათ იმ მავნებლობის შესახებ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოსთვის ჩაიფიქრა და თუ ვეტო იქნება დაძლეული, ანუ კანონი საბოლოოდ გაფორმდება „ოცნება“ უნდა ელოდოს სანქციებს და უფრო მეტსაც, ბრიუსელიდან და თავისთავად ვაშინგტონიდან. მაგრამ რაც კიდევ უარესია „ოცნებისთვის“, ამის შემდეგ ის უნდა ელოდოს ოპოზიციის მტკიცე ერთობას და ჩვენი ხალხის სულ სხვა საპროტესტო ხმას, რომელიც ეს უკვე ჩემი მოსაზრებაა, განაპირობებს იმას, რომ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი, იმიტომ რომ ამათ ხელში, ამ პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელი ხდება და მით უფრო გახდება, როცა ვეტო დაიძლევა,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო