პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა.

“ქართული ოცნების“ ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 81-ხმით (1 - წინააღმდეგი), მესამე მოსმენით მიიღეს. მხარდაჭერილი პროექტით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

“საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლებოდა, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არჩევნების მეორე ტური ინიშნებოდა. “ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება