ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანონი საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს ან მისი გაწვევა უნდა მოხდეს

კანონი საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს ან მისი გაწვევა უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში, როგორც „მეგობრები და ევროკავშირის გზაზე საქართველოს დიდი მხარდაჭერები“ ისე ჩამოვიდნენ.

„ვიცით, რომ ეს მიზნები საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ჩვენც ღიად დავაფიქსირეთ, რომ ეს არის ამ პროცესში ჩვენი მიზანი და საქართველოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა. ამჟამად, ამ კანონთან დაკავშირებით და LGBTQI კანონთან დაკავშირებით არის ელემენტები, რომელთა შესახებაც სერიოზული შეშფოთება გამოვხატეთ, ევროკავშირის გზაზე საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოვხატეთ. ამიტომ, ჩვენ ღიად განვიხილეთ, რომ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, ჩვენი აზრით, უნდა შეიცვალოს, ან მისი გაწვევა უნდა მოხდეს, ან საფუძვლიანად შეიცვალოს, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით. პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ჩვენ გვესმის, ის ვეტოს დაადებს, მაგრამ ეს ისევ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, ამიტომ პარლამენტს აქვს ადგილი და დრო იმის გადასაწყვეტად, რომ ქართველი ხალხის სურვილები, პოლიტიკური ვალდებულებები პრაქტიკული ნაბიჯებით შესრულდება. ეს სასამართლო სისტემისა და სხვა სისტემების მორგებას მოითხოვს. ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკას არ წარმოადგენს. ეს ძალიან პრაქტიკული ნაბიჯებია“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება