ადვოკატი - ლაზარე გრიგორიადისი საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვა, ჩატარდა ექსპერტიზაც - როგორც ამბობს, იმიტომ დააკავეს, რომ ლაზარეა

ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, იმიტომ დააკავეს, რომ ლაზარე იყო, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადის ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მან იზოლატორში თავის დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა, რომელსაც სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

ადვოკატის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი საგამოძიებო სამსახურმაც გამოკითხვა და გამოკითხვის პროცესს თავადაც დაესწრო. ადვოკატის თქმით, გრიგორიადისს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

„სპეცრაზმმა ცემა, სანამ პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ ცემის რამდენიმე ეპიზოდი იყო. დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილებში აქვს მიყენებული, მაგრამ ძირითადად, სახის და თავის არეში იმიტომ, რომ წაქცეულზე გამეტებით ურტყამდნენ. დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რაც შეეხება თვითონ მის პოზიციას, იბრძვის, როგორც ამბობს, იმიტომ დააკავეს, რომ ლაზარე იყო“ , - განაცხადა ეკა კობესაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი