პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, იან ბორჯს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა მალტის თავმჯდომარეობის პერიოდში.

"საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მზადაა, ამჯერადაც შეუწყოს ხელი საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს ინსტიტუტების წარმომადგენელთა, ფართო ჩართულობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მალტასთან ორმხრივ ურთიერთობებს. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მალტის მხარეს ეუთოს სხვადასხვა ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება