პარლამენტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“, რომელიც პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებს დაარეგულირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შევიდა „საქართველოს საპატენტო კანონში“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში“, რაც ითვალისწინებს აღნიშნული კანონების შესაბამისობაში მოყვანას საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილ „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონთან. პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმის საფუძველზე, დაინერგება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი–სავალდებულო გახდება პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.

„მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თავად პატენტრწმუნებულებიც, რომელთა რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი აისახა კიდეც კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში.

საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

კანონის ამოქმედების შედეგად, ქვეყანაში ჩამოყალიბდება სრულიად ახალი, თანამედროვე ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროფესიულ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უკეთ დაცვას და, ზოგადად, დარგის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება