გია ხარჩილავა - როცა ვამბობთ, „არა რუსულ კანონს“, ჩვენ ვამბობთ: არა რუსეთს“ და „არა ყველაფერს რუსულს საქართველოში

ჩვენი ისტორიული ლოგიკის, ჩვენი წინაპრების მრავალათასწლოვანი მიზნების, ჩვენი გმირების თავგანწირვის საწინააღმდეგოდ, რუსეთმა ყველა დიდი საყრდენი იპოვა სწორედ საქართველოში, იპოვა დღეს ივანიშვილის რეჟიმის სახით და როცა ჩვენ ვამბობთ, „არა რუსულ კანონს“, ჩვენ ვამბობთ: „არა რუსეთს“ და „არა ყველაფერს რუსულს საქართველოში“, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა.

გია ხარჩილავას შეფასებით, ახალგაზრდებმა თავის თავზე აიღეს ახალი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა.

„წალენჯიხის თავისუფალი მოქალაქეები ადასტურებენ იდეურობას, იდეაში ერთობას საქართველოს ახალგაზრდობისადმი, რომლებმაც თავის თავზე მიიღეს ახალი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა იწოდება საქართველო ევროპაში და არა რუსეთში! ეს არის ეროვნულ განმათავისუფლებლების დასკვნითი ფაზა, ეს არის დერუსიფიკაციის დასკვნითი ფაზა და დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროში ყველა თანამედროვე, ევროპულ სამყაროში ყველა განათლებული, ერუდირებული, სამშობლოს მოყვარული, სწორი აქცენტების, სწორი ადამიანების, პროგრესული ადამიანების ბუნებაში ეს გახლავთ დერუსიფიკაციის გზა და ეს დაწყებულია მთელს სამყაროში, დაწყებულია ჩვენს მეზობლად ამიერკავკასიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, მაგრამ ჩვენი ისტორიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ჩვენი წინაპრების მრავალათასწლოვანი მიზნების საწინააღმდეგოდ, ჩვენი გმირების თავგანწირვის საწინააღმდეგოდ, რუსეთმა ყველა დიდი საყრდენი იპოვა სწორედ საქართველოში, იპოვა დღეს ივანიშვილის რეჟიმის სახით და როცა ჩვენ ვამბობთ, „არა რუსულ კანონს“, ჩვენ ვამბობთ არა რუსეთს და არა ყველაფერს რუსულს საქართველოში“, - განაცხადა გია ხარჩილავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

წალენჯიხაში, ჭადრაკის სახლთან აქცია გაიმართა - „არა რუსულ კანონს ! კი ევროპას“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს