მომიტინგეები გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით  მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

გმირთა მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით მივლენ.

ცოცხალ ჯაჭვს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოუძღვებიან. მათ როგორც საქართველოსა და ევროკავშირის, ისე უნივერსიტეტების დროშები უჭირავთ.

“დავიღლებით? არა!”, “სად მივდივართ? ევროპაში!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება