სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი - პრემიერ რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის და გარემოს დაცვის მინისტრის, ტომას ტარაბას განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ვფიქრობ, გადარჩება, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ციტირებს ტარაბას რამდენიმე მედიასაშუალება.

შეგახსენებთ, გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვიტანილი დაკავებულია. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მატუს შუტაი-ეშტოკმა გუშინ განაცხადა, რომ პრემიერი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მისივე თქმით, თავდასხმა პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს