სი ძინპინი - რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა დიდ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ეტალონს წარმოადგენს

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა ცვალებად საერთაშორისო გარემოს გაუძლო და მსხვილ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებისთვის ეტალონად იქცა, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მიმდინარე წელს აღინიშნება ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლის იუბილე. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები რთულ პირობებში ჩამოყალიბდა, გაუძლო საერთაშორისო ვითარების გამოცდას და დღეს წარმოადგენს დიდ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ეტალონს, რომელიც ხასიათდება ურთიერთპატივისცემით, ნდობით, მეგობრობით და ორმხრივი სარგებლით“, - განაცხადა სი ძინპინმა.

მისი მტკიცებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მდგრადი განვითარება არა მხოლოდ ორი ქვეყნისა და ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებს აკმაყოფილებს, არამედ სარგებლის მომტანია რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

„ვაპირებთ, როგორც ყოველთვის, ვიყოთ რუსეთისთვის კარგი მეზობლები, სანდო მეგობრები და სანდო პარტნიორები, თანმიმდევრულად გავამყაროთ ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ერთობლივად დავიცვათ საერთაშორისო თანასწორობა და სამართლიანობა“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ჩინეთს დღეს ეწვია. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება