ვოლფგანგ ბიუხნერი - გერმანია იზიარებს შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს

ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მოადგილის, ვოლფგანგ ბიუხნერის განცხადებას Tagesspiegel-ი ავრცელებს.

ბიუხნერი საქართველოს მთავრობას 2023 წელს აღებულ ვალდებულებას შეახსენებს და განუმარტავს, რომ "მსგავსი კანონი უპირობოდ გაიწვიოს".

„ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს. ჩვენ ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ ეს გზა ღიაა. თუმცა, ეს ძალიან მკაფიო მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებიც ყველა კანდიდატმა უნდა შეასრულოს და ამ გზაზე შეღავათები არ იქნება“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მოადგილემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება