თეთრი სახლი - აშშ უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალ პაკეტს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალი პარტიის გასაგზავნად ემზადება, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ უკრაინის გადაუდებელი დახმარების კიდევ ერთ პაკეტზე“, - განაცხადა კარინე ჟან-პიერმა.

მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა შედის ახალ პაკეტში.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს დახმარება გაუწიოს უკრაინელ დამცველებს ხარკოვის ოლქში, რადგან იქ „უკრაინული ძალები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ“.

კარინე ჟან-პიერის განმარტებით, საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქში თავდასხმის მცდელობა დაიწყეს და შესაძლოა მალე გააძლიერონ შეტევითი ოპერაციების ტემპი. მისი თქმით, რუსეთი ამას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის საზღვრის გასწვრივ ზედაპირული ბუფერული ზონა შექმნას.

„მჭიდრო კოორდინაცია გვქონდა უკრაინასთან, რათა დავეხმაროთ მას მომზადებაში“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება