ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტის შენობასთან შეკრებილ სტუდენტებს - რატომ უნდა იყვიროთ, ლექციები მიმდინარეობს, ყველაფრის უფლება გვაქვს, ანარქია გვაქვს?

„IQ“, „ქოცო“, „სირცხვილი“ - ამ შეძახილებით შეაცილეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე უნივერსიტეტის შენობასთან შეკრებილმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში, რომელიც მანამდე უნივერსიტეტის ეზოში პროტესტის ნიშნად შეკრებილ სტუდენტებთან სასაუბროდ მივიდა.

სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს დილიდან აპროტესტებენ, ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში იყვნენ შეკრებილები. სწორედ შეკრების მიზნის გასარკვევად მივიდა მათთან რექტორი დავით გურგენიძე, რომელმაც სტუდენტებს კითხვით მიმართა, თუ რატომ ყვირიან, რადგანაც უნივერსიტეტში ახლა, ლექცია მომდინარეობს.

„რატომ უნდა იყვიროთ, ლექციები მიმდინარეობს. ყველაფრის უფლება გვაქვს? ანარქია გვაქვს? იმ ჩემ თითოეულ აბზაცს, თითოეულ ასოს მხარს ვუჭერ. ეს არის თქვენი გამოხატვის თავისუფლება, მიყვარხართ. არ არსებობს ის თემა, რომ შენ სხვა აზრზე ხარ და მე სხვა აზრზე ვარ, ვილაპარაკოთ. მე ვალდებული ვარ, სასწავლო პროცესსა და მეცნიერებას ორგანიზება გავუკეთო, ვალდებული ვარ, რომ სასწავლო პროცესი არ ჩავშალო. 24 000 სტუდენტი მყავს, ყველა სხვა აზრი აქვს და როგორ ვქნათ?

სად არის რუსული რეჟიმი? არ არის რუსული რეჟიმი! კანონი რუსული არ არის, ქართულია", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

გურგენიძის ამ განცხადებას, სტუდენტების შეძახილები მოჰყვა: ”სირცხვილი, სირცხვილი”.

ამ წუთებში, სტუდენტები გმირთა მოედანთან მიდიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება