ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო. ფოთის მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ფოთელ ქალბატონს შეუძლია უფასოდ გაიაროს სასწავლო კურსი და შედეგად, D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს.

მათი ინფორმაციით, პროექტს „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი“ ფოთის მერიასთან ერთად ახორციელებს.

„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესწავლას. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს, როგორც დახურულ მოედანზე, ისე ქალაქში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ მოწმობას. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს და მიიღებენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.

პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ესაკიამ.

პროგრამა, პროექტის – ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურება” ფარგლებში, ორგანიზაცია ,,EY საქართველოს” დახმარებით ხორციელდება. მისი მიზანია, საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა.

დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 20 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ფოტო/ასლი; „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ფოტო/ასლი.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:

ფოთის სატრანსპორტო კომპანიის Facebook გვერდზე და ფოთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით: https://form.jotform.com/241192987501359

შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Qalebiskursi@gmail.com დოკუმენტების გაგზავნით“,-აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

ფოთში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო. ფოთის მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ფოთელ ქალბატონს შეუძლია უფასოდ გაიაროს სასწავლო კურსი და შედეგად, D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღოს.

მათი ინფორმაციით, პროექტს „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი“ ფოთის მერიასთან ერთად ახორციელებს.

„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესწავლას. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს, როგორც დახურულ მოედანზე, ისე ქალაქში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ მოწმობას. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს და მიიღებენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.

პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ესაკიამ.

პროგრამა, პროექტის – ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურება” ფარგლებში, ორგანიზაცია ,,EY საქართველოს” დახმარებით ხორციელდება. მისი მიზანია, საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა.

დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 20 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ფოტო/ასლი; „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ფოტო/ასლი.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:

ფოთის სატრანსპორტო კომპანიის Facebook გვერდზე და ფოთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით: https://form.jotform.com/241192987501359

შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Qalebiskursi@gmail.com დოკუმენტების გაგზავნით“,-აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა