შალვა პაპუაშვილი - ევროპის ნატამალი არ იყო უცხოელი თუ შიდა აქტორებისგან, ეს იყო ტიპური რუსული სტილი მსჯელობის დაბლოკვის - თუ ვინმე მზადაა, შინაარსობრივი დისკუსია განაგრძოს, მზად ვართ და თუ შევჯერდებით, ტექნიკური საშუალება არსებობს, როგორ ავსახოთ

ევროპის ნატამალიც არ იყო უცხოელი თუ შიდა აქტორების მხრიდან, ეს იყო ტიპური რუსული სტილი მსჯელობის დაბლოკვისა, უფრო მეტიც - საბჭოთა სტილი, რომ აიკრძალოს დისკუსია [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე] - თუ ვინმე მზადაა, შინაარსობრივი დისკუსია განაგრძოს, მზად ვართ და თუ რამეზე შევჯერდებით, ტექნიკური საშუალება არსებობს, როგორ ავსახოთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ენჯეოები“, ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, საგნობრივ დისკუსიაში შევლის ნაცვლად, კანონპროექტს იარლიყებს აკრავდნენ.

„ორი თვეა, მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, დისკუსია მიდის. ყოველ დღე ჩვენ ვცდილობდით, შემოგვეყვანა საგნობრივ დისკუსიაში როგორც ოპოზიცია, ისე „ენჯეოები“ და უცხოელი აქტორები. ნაცვლად საგნობრივი დისკუსიისა, ვიღებდით ყრუ კედელს ლოზუნგებისა, სლოგანებისა და იარლიყებისა. ამ იარლიყებს აწებებდნენ „ენჯეოები“, ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ შემოსულიყვნენ დისკუსიაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებთან, მიაკრეს იარლიყი ამ კანონპროექტს, დაბლოკეს მსჯელობა და ევროპული დემოკრატიული პროცესი. ეს იყო რუსული სტილი, რასაც 2 თვე ვუყურებდით, როდესაც დისკუსიის შიშით იარლიყის მიკერება მოხდა ამ კანონპროექტის მიმართ. თუ ახლა, უცხოელი აქტორი იქნება, „ენჯეო“ თუ ნებისმიერი, ვისაც ინტერესი აქვს, დათანხმდება იყოს შინაარსობრივი მსჯელობა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მათ შორის, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ თუ ამ შინაარსობრივი მსჯელობის შედეგად რაიმეზე შევჯერდებით, ასახული იყოს ვეტოს მეშვეობით კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში - ორი კვირა წინაა და თუ ახლა მაინც არიან მზად შინაარსობრივი დისკუსიისთვის და არა ყვირილისთვის... ყვიროდა ყველა - ოპოზიცია, „ენჯეო“, უცხოელი აქტორები, იარლიყებს აკრავდნენ. აქ ევროპის ნატამალიც არ იყო უცხოელი თუ შიდა აქტორების მხრიდან. ეს იყო ტიპური რუსული სტილი მსჯელობის დაბლოკვისა. უფრო მეტიც - საბჭოთა სტილი, რომ აიკრძალოს დისკუსია. თუ ვინმე მზადაა, შინაარსობრივი დისკუსია განაგრძოს, მზად ვართ და თუ რამეზე შევჯერდებით, ტექნიკური საშუალება არსებობს, როგორ ავსახოთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია