შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას - ხან არის პოზიციები, რომ დისკუსია, დიალოგი კი არ სურს ზოგიერთს, არამედ, მითითებების მიცემა

სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს საერთოდ ჩაბარებას. დამოკიდებულებების სამწუხარო ტენდენციებს ვხედავ, მათ შორის, გუშინ ჩვენი შეხვედრიდან გამომდინარე, ხან არის პოზიციები საქართველოს მიმართ, რომ ჩვენთან მოლაპარაკება, დისკუსია, დიალოგი კი არ სურს ზოგიერთს, მითითებების მიცემა სურს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ აღნიშნა, რომ ევროკავშირში ყოფნა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას ნიშნავს.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამა და არასამთავრობო სექტორმა, თქვა, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ ევროკავშირში მიგვიღონ, აღნიშნული მიდგომა კი პაპუაშვილის შეფასებით „უჩვენებს, რომ მათ სინამდვილეში საბჭოთა კავშირის წევრობა უნდათ და არა ევროკავშირის“.

„რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი, ის სუვერენიტეტის გარკვეულ დოზას თმობს იმ მხრივ, რომ იზიარებს საერთო პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობა გულისხმობს, რომ საერთო გადაწყვეტილებებში იღებ მონაწილეობას. თუმცა, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს საერთოდ ჩაბარებას. მე სამწუხარო ტენდენციებს ვხედავ დამოკიდებულებებისა, მათ შორის, გუშინ ჩვენი შეხვედრიდან გამომდინარე, რომ ხან არის პოზიციები საქართველოს მიმართ, რომ ჩვენთან მოლაპარაკება, დისკუსია, დიალოგი კი არ სურს ზოგიერთებს, მითითებების მიცემა სურს, ქართველმა ხალხმა ეს მითითებები უნდა ასრულოს. ეს არ არის სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა, ეს არის მითითებებზე დამყარებული ურთიერთობა. ჩვენ ამას არ ვიზიარებთ.

ეს კანონი და სხვა საკითხებიც იყო, რომელზეც ჩვენ ვხედავდით, პოზიციას, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის წარმომადგენლები და თქვენ ევროკავშირის წევრობა გსურთ, რასაც გეუბნებით რომ ასე უნდა იყოს, ე.ი. ასე უნდა იყოს. ეს მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია. ასეთი მიდგომით უდგება ჩვენი ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი, რომელმაც თქვა, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ ევროკავშირში მიგვიღონ. ეს გულისხმობს, რომ უპირობოდ და ყოველგვარი შეკამათების უფლების გარეშე უნდა შევასრულოთ მითითებები. ოპოზიციის და „ენჯეოების“ ეს მიდგომა უჩვენებს, რომ სინამდვილეში საბჭოთა კავშირის წევრობა უნდათ და არა ევროკავშირის. ამ პრინციპზე საბჭოთა კავშირი იყო დამყარებული, სადაც რასაც ცენტრი იტყოდა იმას ასრულებდა რეგიონი. ჩვენ ევროკავშირს ასე არ ვხედავთ, არ არის ასეთი გაერთიანება ევროკავშირი. ეს არის თანასწორთა გაერთიანება, ნებისმიერი დამოკიდებულება, ჩვენ რადგან გეუბნებით ასე უნდა იყოს, არასწორი დამოკიდებულებაა. ქართველი ხალხი ასეთ მიდგომას არ იმსახურებს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არავის არაფერს აიძულებს და ევროკავშირში ყოფნა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას ნიშნავს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია