რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადება - უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა

უკრაინის კრიზისის მდგრადი მიგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.

„მხარეები გამომდინარეობენ იქიდან, რომ უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარებისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვა, უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმური ინტერესებისა და შეშფოთების გათვალისწინებით, “- ნათქვამია დოკუმენტში.

მხარეები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია ნებისმიერი ნაბიჯის შეჩერება, რომელიც ხელს უწყობს საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებას და ასევე კონფლიქტის უკონტროლო ფაზაში გადასვლის თავიდან აცილება.

ამასთან, რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მათ შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარება, რომელიც ორმხრივ სტრატეგიულ ნდობაზეა დაფუძნებული, ეფექტურად აძლიერებს უსაფრთხოებას რეგიონსა და მსოფლიოში.

„მოსკოვი და პეკინი კიდევ უფრო გააღრმავებენ ნდობას და ურთიერთობას სამხედრო სფეროში, გააფართოებენ ერთობლივი წვრთნებისა და საბრძოლო მომზადების მასშტაბებს, რეგულარულად განახორციელებენ ერთობლივ საზღვაო და საჰაერო პატრულირებას, მუდმივად გაზრდიან გამოწვევებსა და საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების პოტენციალსა და დონეს“, - აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი დარწმუნებულები არიან იმ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის აუცილებლობაში, რომელიც სახელმწიფოების და მათი ქონების, მათ შორის სუვერენული რეზერვების, იმუნიტეტს ეხება. „მხარეები გმობენ უცხო სახელმწიფოების აქტივებისა და ქონების ჩამორთმევის ინიციატივებს და ხაზს უსვამენ ასეთი სახელმწიფოების უფლებას მიიღონ საპასუხო ზომები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვი და პეკინი დაიცავენ თავიანთ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და წინააღმდეგობას გაუწევენ თავიანთი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის შეზღუდვის მცდელობებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს