ხატია დეკანოიძე - საპოლიციო ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ: მუშტებს ურტყამდნენ, თმებში ქაჩავდნენ, წაქცეულებზე წიხლებით დგებოდნენ - ყველა ფაქტი გვაქვს შეკრებილი და გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში

აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს. ყველა ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო“.

„მე და თამარ კორძაია, ასევე ჩვენი გუნდი, ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმ ფაქტების შეგროვებაზე, რომელიც ვიხილეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროტესტის მიმდინარეობისას, რომელიც ძირითადად უკავშირდება ძალადობას ადამიანებზე, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციების დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა, ხშირ შემთხვევაში გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. მიმდინარე აქციების დაშლისას, საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ჟურნალისტებს. განსაკუთრებით სასტიკად ნაცემია რამდენიმე ადამიანი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელები მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმებში ქაჩავდა, წაქცეულებზე წიხლებით დგებოდნენ. დაფიქსირდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ყველა ეს ფაქტი გვაქვს მოპოვებული და შეკრებილი, რასაც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში. ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო