ზურაბ ჩიკვილაძე - შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს, წლიდან წლამდე იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება.

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, წარმატებით ხორციელდება პროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ შესახებ.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდის გარდა, დაიხვეწა მისი გამოყენების შესაძლებლობა, რამაც მოსარგებლეს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცა. პროგრამა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს და ვაუჩერის მფლობელს სასურველი დროის შერჩევა თავად შეუძლია.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და იხვეწება.

წელს პროგრამით გათვალისწინებული ვაუჩერების რაოდენობა გაიზარდა და 3000-ს გადააჭარბა. პროგრამა გახდა უფრო მოქნილი. თუ ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას ვაუჩერით მოსარგებლეს რომელ სასტუმროში უნდა დაესვენა, დღეს მოსარგებლე არჩევანში თავისუფალია. მუდამ მზად ვართ, ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებს გვერდით დავუდგეთ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ, რომლის განცხადებასაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს