გმირთა მემორიალთან, ხვალ, დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება

გმირთა მემორიალთან, 17 მაისს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებსა და უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით პანაშვილი 11:00 საათზე დაიწყება.

მათივე ცნობით, პანაშვიდს, სასულიერო პირებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.

„პანაშვიდის შემდეგ, გმირთა მოედანზე შეკრებილნი, შეუერთდებიან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას, რომელიც 12:00 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყება და დასრულდება წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საზეიმო პარაკლისს აღავლენს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს