ბათუმში სკოლის მოსწავლეები კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები კვლავ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

მოსწავლეების თქმით, პროტესტის მასშტაბი დღითი დღე იზრდება, რადგან საზოგადოებისთვის მიუღებელია კრემლის მიერ შთაგონებული კანონის მიღება.

“როგორც გუშინ, დღესაც შევიკრიბეთ და ხედავთ, რომ უფრო მეტნი ვართ. ჩვენ არ გავჩერდებით, არ დავიღლებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე. გვახსოვს 9 აპრილს ჩვენი თანატოლები, სტუდენტები და უამრავი გულანთებული მოქალაქე რუსეთის იმპერიას შეეწირა. არ დავუშვებთ, ჩვენი წინაპრების ნაბრძოლის წყალში ჩაყრას. ბრძოლა გრძელდება, წინ ევროპისკენ”, - ამბობენ სკოლის მოსწავლეები.

ცენტრალურ პარკში შეკრებილებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს