სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა

2024 წლის 16 მაისს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა და ფლავის, ფლავისმანის, კარბის და მერეთის მოსახლეობას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლების ძირითადი და მთავარი პრობლემა მიგრაციაა, წლიდან წლამდე იცლება სკოლები და საბავშვო ბაღები.

„მოსახლეობა ხელისუფლებას საცხოვრებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურული პირობების შექმნას, მათ შორის, კულტურის სახლისა და სხვადასხვა სერვისცენტრების გახსნას სთხოვს.

ყველა სოფელს აწუხებს სამუშაო ადგილების სიმცირე, რის გამო მაღალია უმუშევრობა. რეაბილიტაციას საჭიროებს შიდა გზები.

სოფელ კარბში მოსახლეობა ამბულატორიის გახსნას ითხოვს. ასევე, სკოლა მხოლოდ 9 კლასიან სწავლებაზე გათვლილი და უფროსკლასელები მეზობელ სოფელში დადიან.

შეხვედრებზე მოსახლეობამ პირად საკითხებზეც ისაუბრა, რაც აუცილებლად გახდება აპარატის შეისწავლის საკითხი.

სახალხო დამცველი ინტენსიურად ხვდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებელ მოსახლეობას და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის უწყებებს აწვდის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს