საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, ახალ კალედონიაში, არეულობაში მონაწილე ძალებს აზერბაიჯანთან კავშირები აქვთ - აზერბაიჯანმა ბრალდება უარყო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ახალ კალედონიაში, არეულობაში მონაწილე ძალებს აზერბაიჯანთან კავშირები აქვთ - აზერბაიჯანმა ბრალდება უარყო.

„ეს რაიმე სახის გამოგონება არ არის, ეს რეალობაა. ვწუხვარ, რომ კალედონიის დამოუკიდებლობის მომხრე ზოგიერთმა ლიდერმა აზერბაიჯანთან შეთანხმება დადო. ეს ეჭვგარეშეა“, - ასე უპასუხა ჟერალდ დარმანენმა კითხვას იმის შესახებ, ერევიან თუ არა ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში მიმდინარე მოვლენებში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩარევის გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საფრანგეთი მის ტერიტორიაზე სუვერენიტეტს ინარჩუნებს.

აზერბაიჯანმა ჟერალდ დარმანენის ბრალდება უარყო და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ საფრანგეთს ცილისწამების კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ჟერალდ დარმანენის უსაფუძვლო ბრალდებებს და ახალ კალედონიაში თავისუფლებისთვის მებრძოლთა ლიდერებსა და აზერბაიჯანს შორის კავშირს სრულიად უარვყოფთ“, - განაცხადა ჰაჯიზადემ.

შეგახსენებთ, ახალ კალედონიაში საპროტესტო აქციები საარჩევნო კანონის საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში მცხოვრებ მოსახლეობას არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. არეულობის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 300-ზე მეტი დაშავდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გუშინ ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება