მამუკა მდინარაძე - ხვალ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა, სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!

ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია, რომ ის 17 მაისს უერთდება საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, საქართველომ ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს მსოფლიოს, თუ სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი. მისი თქმით, სწორედ ქართულ იდენტობაში, ოჯახის პატივისცემაში, კულტურასა და რწმენაშია საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების და გადარჩენის გასაღები.

"ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები - ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!

პირიქით, სწორედ ამაშია ჩვენი სამშობლოს, მისი ეროვნული იდენტობის, ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გასაღები!

ხვალ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა!

სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!" - წერს მამუკა მდინარაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის