პაატა მანჯგალაძე - მმართველ „ქართულ კოშმარს“ მივმართავ, მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები?

პარლამენტის ღობის რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე ადამიანი და მისი უსაფრთხოება? - ამ კითხვით “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ მმართველ გუნდს მიმართავს.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ბოლო დღეებია სამართალდამცველები პოლიტიკურ ლიდერებს, ოპონენტების, აქციის მონაწილეების უმოწყალოდ სცემენ, რასთან დაკავშირებითაც საქმეები გამოძიებული არ არის და არც ერთი მოძალადე არ დაუკავებიათ.

“მართლა საერთოდ დაკარგეთ სახე, როცა პარლამენტის წინ გაჩხაპნილი რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე თქვენს მიერ ადამიანის დამტვრეული ძვლები, აი ეს არის ავტოკრატიის და თქვენი ნამდვილი სახე.

ბოლო დღეებია სამართალდამცავებისა და მოძალადეების მიერ ხდება პოლიტიკური ლიდერების, ოპონენტების, აქციის მონაწილეების უმოწყალო ცემა და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, არც ერთი მოძალადე არ არის დასჯილი. ამ დროს პოლიციამ და მოძალადე ხელისუფლებამ მოიცალა და დააკავა ადამიანები, რომლებმაც თურმე პარლამენტის ირგვლივ რკინის ჯებირი დააზიანეს.

გეკითხებით, პარლამენტის ღობის რკინის ნაჭერი უფრო მეტად ფასობს ვიდრე ადამიანი და მისი უსაფრთხოება? კარგად დაფიქრდით ვინ გამოდიხართ და რას ემსახურებით ამის შემდეგ?”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს