ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერი ტირძნისსა და ტყვიავში საქართველოს პარლამენტის წევრთან გიორგი სოსიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ტყვიავისა და მარანას დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2300 მეტრია.

პროექტის მიხედვით მიმდინარეობს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრეების მოწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ღირებულება 1 843 680 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მუნიციპალიტეტის 4 სოფელში სასმელი წყლის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

2024 წელს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდებათ ტირძნისში, ნაწრეტში, ქვემო შავშვებსა და ზერტში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს