ლევან ხაბეიშვილი - დღეს საქართველოში ოფიციალურად სამილიციო რეჟიმია

რასაც დაავალებს ზვიად ხარაზიშვილი ხელისუფლებას, იმას გააკეთებს - დასჭირდა 2 მილიონი ლარი? - გამოუყვეს, დასჭირდება 5 მილიონი ლარი? - კიდევ გამოყოფენ. სახელმწიფო ღალატის გამო, “ხარებას” და მისი ბანდფორმირებების გარეშე ვერ გადაადგილდებიან, რადგან ხალხის ეშინიათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, სპეცრაზმისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალებების ყიდვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, საქართველოში ოფიციალურად არის სამილიციო რეჟიმი.

„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და ეს ხალხი ხელისუფლებაში არ არის. ხელისუფლებაში არიან მილიციელები. დღეს ხარაზიშვილი ზვიადი არის ხელისუფლებაში, რომელთა გარეშე ვერც პარლამენტარები გადაადგილდებიან და ვერც მთავრობის წევრები, რადგან რცხვენიათ ადამიანებთან გამოჩენის. ამიტომ, დღეს საქართველოში ოფიციალურად არის სამილიციო რეჟიმი.

ძღვენს უკეთებს ხელისუფლება, რასაც დაავალებს ზვიად ხარაზიშვილი ხელისუფლებას, იმას გააკეთებს - დასჭირდა 2 მილიონი ლარი? გამოუყვეს, დასჭირდება 5 მილიონი ლარი? - კიდევ გამოყოფენ. რატომ? იმიტომ, რომ ზვიად ხარაზიშვილის და ამ ბანდფორმირებების გარეშე ვერ გადაადგილდებიან, მათ ეშინიათ ხალხთან გამოჩენის, რცხვენიათ, როდესაც სახელმწიფოს ღალატს სჩადიხარ, გიწევს რობოკოპებით, წყლის ჭავლით, სამაშველო ავტომობილებით გადაადგილდე, ლამის ტანკები გამოიყვანეს ახალგაზრდების წინააღმდეგ იმისთვის, რომ პარლამენტარები მშვიდად გამოვიდნენ პარლამენტის შენობიდან. ახლა ხელისუფლებაშია ხარაზიშვილი და 2 მილიონი რა არის?! დარწმუნებული ვარ ათობით მილიონ ლარს პრემიას ჩაურიცხავენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს