გიორგი ვაშაძე - ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე - თუ „ქართული ოცნება“ ბოლომდე გაიტანს, მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით

ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია დასავლეთის მხრიდან მიღებული და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია.

მისივე მოსაზრებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობაში - ერთიანობა საზოგადოების, პოლიტიკური სექტორის.

„მხოლოდ ერთ დღეში 60 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწია ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ კურსი შეენარჩუნებინა. ინვესტორები უარს ამბობენ ქვეყანაში ინვესტიციებზე, მიმდინარე პროექტებს დიდი საფრთხე ემუქრება, ტურისტული სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშ არის და როგორც ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოში უქმდება ჯავშნები, სწორედ ეს მოიტანა პირველივე დღეებში „რუსული კანონის“ მიღებამ. „რუსული კანონით“ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, ფაქტობრივად, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ცალმხრივად წყვეტს ურთიერთობას და სწორედ იქიდან შემოდინებული ფინანსური დახმარებები იყო საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკის გარანტი.

ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ უფრო მეტი უმუშევრობა, კიდევ მეტი სიღარიბე, კიდევ უფრო მეტი გაძვირებული ფასები, კიდევ უფრო მეტი პრობლემები იქნება ქვეყანაში, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს.

ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელმაც დღეიდან დაიწყო შექმნა. მე მოვუწოდებ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია. ახლა არის გადამწყვეტი პოზიცია, როდესაც ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველო, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ეკონომიკა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა. გამოსავალი არის ერთიანობაში. ერთიანობა საზოგადოების, პოლიტიკური სექტორის, ერთიანობა ყველაფერში იმისთვის, რომ ეს ურთულესი პერიოდი ერთიანი ძალისხმევით გადავლახოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია დასავლეთის მხრიდან მიღებული და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე. თუ „ქართული ოცნება“ ბოლომდე გაიტანს თავისას მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო კურსი კვლავ შემოვატრიალოთ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და აღვადგინოთ პარტნიორობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს უმძიმესი ეკონომიკური კოლაფსი და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა ემუქრება, რომელიც ყველას გააღარიბებს, გამოიწვევს მეტ მიგრაციას, მეტ უმუშევრობას, მეტ სიღარიბეს.

ვწუხვარ, რომ საკუთარი თანამდებობის და ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არაფერი აღელვებს „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებაში მოკალათებულ დაჯგუფებას“,- განაცხადა ვაშაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო