“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

ზუგდიდში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერი - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, ასევე, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. ისინი სკანდირებდნენ: „ არა რუსულ კანონს“. აქციის ორგანიზატორებმა, მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ. მათი თქმით, აუცილებელია გაერთიანება, რადგან რუსეთში ცხოვრება არ უნდა დაუშვან.

„ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხელისუფლებამ დაიხიოს უკან, უარი თქვას საბოლოოდ რუსულ კანონზე და ჩვენ გარანტია მოგვცეს იმისა, რომ საქართველო აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს ევროკავშირისკენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთი მონაწილემ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და პროტესტს გააგრძელებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება