რეჯეფ თაიფ ერდოღანი  - ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის, კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ ერს წინასწარ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

„მოგესალმებით ყველას, მთელი გულითა და პატივისცემით. ძალიან მახარებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და მის დელეგაციას ვმასპინძლობ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. კიდევ ერთხელ თქვენს წინაშე და თქვენი თანდასწრებით მივესალმები მათ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ სამწუხარო ამბავი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, სლოვაკეთიდან, საშინელი თავდასხმა მოხდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ბატონი რობერტ ფიცოს წინააღმდეგ. ვუსურვებთ მას და სლოვაკ ხალხს ძალიან მალე ამ პრობლემის დაძლევას და ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობის დამრღვევი ნებისმიერი ფაქტის წინააღმდეგ დგომას.

მინდა მივულოცო ქართველ მეგობარ ერს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ, 10 დღით ადრე და აქვე მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მისი დანიშვნა თებერვალში და წარმატებები ვუსურვო",- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება