პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს

პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს.

რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე დამკვიდრებული ორმხრივი ფორუმის მნიშვნელობას და ტრადიციას. მინისტრმა აღნიშნა ქართულ-ჩეხური დარგობრივი თანამშრომლობის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია.

სამინისტროს ცნობით, ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების დაახლოების, ინსტიტუციური და შინაარსობრივი გაძლიერების კუთხით. ამასთან, ფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროების, სამართლის დარგის პროფესიონალთა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვის საშუალებაა.

„ღონისძიების ფარგლებში, სასესიო ფორმატში განხილულ იქნება ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმები; ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი და პროგრესი ევროკავშირის სამართალთან; პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა მუდმივი გადამზადების მნიშვნელობა; მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობის მიზნით განხორციელებული რეფორმები; ადვოკატთა როლი ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში; განრიდებისა და მედიაციის როლი სისხლის სამართლის სფეროში და სხვ.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი; ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლები.

ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების იდეა 2022 წლის ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. ღონისძიებას თბილისი და პრაღა მორიგეობით მასპინძლობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება