ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლაზე - ეს არასერიოზულია -  მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც, იმედი მაქვს, მომავალში ასეთ აქტებს აღარ ვიხილავთ

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა არასერიოზულია.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება შესაბამისი ქვეყნების და ევროკავშირის იმიჯზე.

„ეს არის არასერიოზული. სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება