პრემიერი - როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე აკეთებს კონკრეტული ქვეყნის მინისტრი ამ განცხადებას, ეს შემაშფოთებელია

როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანკარაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

„მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ეს თავისთავად ფაქტია, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე მე მგონი, რომ სერიოზული შეშფოთების საგანია,"- აღნიშნა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია