ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე - მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს, ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ

მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანკარაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

„ჩვენ მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ ეს უქმე დღედ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული. თუ არ გაქვს ძლიერი ფესვები, რა თქმა უნდა, წინ ვერ წახვალ. ხშირად ისე წარმოაჩენენ, თითქოს პროგრესულობა ნიშნავს ფესვების ჩაჭრას, რაც ასე ვერ იქნება. სწორედ, მყარ ფესვებზე დგომის შემთხვევაში, შეიძლება მივაღწიოთ დიდ შედეგებს და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებსა და ღირებულებებს და სწორედ, ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება