საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან. ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სამმხრივ და ორმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს.

მინისტრმა მიმდინარე წელს დაგეგმილი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალის საქართველოში ჩატარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა.

ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების ფართო სპექტრზე, მათ შორის სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.

აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება