საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

მთავრობის მეთაური და ქართული დელეგაცია ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს.

პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ბუნებრივია, ეს ვიზიტი წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან. ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება