„საქსტატი“ - 2024 წლის I კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 2.6%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6 პროცენტით შემცირდა და 905.2 ათასი სული შეადგინა.

მათივე ცნობით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 414.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 7.6 პროცენტით ჩამორჩება.

„ღორის რაოდენობა 155.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.8 პროცენტით შემცირდა და 7.7 მილიონი ფრთა შეადგინა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის სულადობა, აგრეთვე, ფრინველის რაოდენობა 2016-2024 წლების I კვარტლის ბოლოსთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 112.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.2 პროცენტით მეტია.

„ხორცის წარმოებამ 18.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 168.3 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9 პროცენტით ჩამორჩება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება