ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამებაში მივიდნენ - ამ წუთებში მიტროპოლიტი შიო სამადლობელ პარაკლის აღავლენს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა - ამ წუთებში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლის აღავლენს.

მსვლელობაში მონაწილეობდნენ პრემიერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

მანამდე კი ამ დღის აღსანიშნავად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მცირე პარაკლისი აღავლინა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით შესრულდა მსვლელობა.

ინფორმაციისთვის, თბილისის გარდა, მსვლელობა სხვადასხვა ეპარქიაში ჩატარდა.

ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს