მედია - უკრაინამ სევასტოპოლში, ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში, რუსეთის სამხედრო ლოგისტიკურ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ სევასტოპოლში, ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში თავდასხმები მოაწყვეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროების თქმით, წუხანდელი ღამე ძალიან „ცხელი“ იყო რუსეთის სამხედრო ლოგისტიკური ობიექტებისთვის, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე.

როგორც წყაროებმა აღნიშნეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ერთობლივად „დაანთეს ცეცხლი“ სევასტოპოლის ყურეში. ასევე, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები ცალ-ცალკე მუშაობდნენ ნოვოროსიისკის საზღვაო პორტში და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები - ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.

მედიის წყაროების განცხადებით, სევასტოპოლის ყურეში მთელი ღამე იყო "ცეცხლოვანი შოუ", რომელმაც ასევე მიაღწია სევასტოპოლის ელექტრო ქვესადგურამდე და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ნოვოროსიისკის საზღვაო პორტში აფეთქება მოხდა ნავთობტერმინალთან და რკინიგზის სადგურთან. ამავდროულად, უსაფრთხოების სამსახურის დრონები წელს მეორედ "ეწვივნენ" ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რის გამოც, საჭირო გახდება სარემონტო სამუშაოების ხელახლა წარმოება.

„დღევანდელმა სპეცოპერაციამ დაამტკიცა, რომ რუსებს არ შეუძლიათ დაიცვათ თავიანთი ძირითადი საზღვაო ბაზები სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში“, - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს