რელიგიის საკითხთა სააგენტო მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სააგენტო მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს.

„დღეს, 13:00-ზე, საქართველოს ყველა ეპარქიაში. პარაკლისი აღევლინება - 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

სამშობლო, ოჯახი და ტრადიცია უმნიშვნელოვანესი ცნებებია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად რწმენისა თუ შეხედულებებისა. თბილისის ცენტრში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გადახდილი პარაკლისის შემდეგ, გაიმართება მსვლელობა სამების ტაძრის მიმართულებით, სადაც სამადლობელი პარაკლისი შესრულდება. ასე ეხმაურება ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მოწოდებას, ერთად ვილოცოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისათვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებსა და სამშობლოს!“ -აღნიშნულია მილოცვაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება