დავით ქაცარავა კლინიკაში ორშაბათამდე დარჩება

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა კლინიკაში ორშაბათამდე რჩება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე პოსტოპერაციული დაკვირვება მიმდინარეობს“,- აცხადებენ კლინიკაში.

ამასთან, დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მისი მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე, „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

„დავითს უჯანსაღესი ორგანიზმი აქვს. არასოდეს მოუწევია, ალკოჰოლს არ ეკარება, ვარჯიშობს მთელი ცხოვრება. მისი რეგენერაცია მართლა კარგად მიდის. ტკივილები აქვს, მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს, ცხვირთან ნერვი აქვს დაზიანებული. საუბრისას ტუჩის მარცხენა კუთხე არ მოძრაობს. ექიმები თავს ეხვევიან. რჩება კლინიკაში ორშაბათამდე“, - წერს სოფია ხაჭაპურიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს