პაატა მანჯგალაძე - რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს, ჩვენი მტრისთვის ელარჯის მწელავს, ლავროვის ოჯახის წევრებისთვის თაფლობის თვის მომწყობს ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს?

რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ საქართველოში მყოფი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ის ევროპელების იმ განცხადებებმა გააღიზიანა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თბილისი ევროპის დედაქალაქია.

„კალაძის განცხადება, რომ ევროპელ მინისტრებს პანღურით გაყრიდა, პირველ რიგში არის აღიარებითი ჩვენება იმის, რომ ის ნამდვილად გაღიზიანდა ჩვენი პარტნიორების ნათქვამით, რომ თბილისი არის და იქნება ევროპის დედაქალაქი.

და მეორე, რა პოლიტიკური და მორალური უფლება აქვს ნამდვილი მტრის, გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს, ჩვენი მტრისთვის ელარჯის მწელავს, ლავროვის ოჯახის წევრებისთვის თაფლობის თვის მომწყობს ჩვენს პარტნიორებზე ამ ტონით საუბრობდეს?" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება