ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს წინსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„ფორუმზე აღინიშნა, რომ სასესიო ფორმატის ფარგლებში მხარეებმა არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოჭრეს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სახელმწიფო სისტემების განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწას და, აგრეთვე, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირების პროცესის წარმატებას.

ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად იმართება. პირველად ღონისძიება 2023 წელს ჩატარდა და მას თბილისმა უმასპინძლა.

ფორუმის მიზანი ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება