ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის შეტევა შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, პირველი ტალღა ხარკოვის ოლქში იყო

რუსეთის შეტევა შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, პირველი ტალღა ხარკოვის ოლქში იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის შეტევა შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, პირველი ტალღა ხარკოვის ოლქში იყო. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გავიგოთ, რომ ისინი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში შემოდიან და არა პირიქით. ეს მაინც მათი უპირატესობაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს.

„ჩვენ აბსურდულ სიტუაციაში ვიმყოფებით, როდესაც დასავლეთს ეშინია, რომ რუსეთი ომს წააგებს და მას უკრაინის მარცხი არ სურს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება