ლუკა შველიძე - გუშინ სახლთან დამხვდა ოთხი ადამიანი, თავს დამესხნენ, წიწაკის სპრეი გამოვიყენე, რის შემდეგაც გაიქცნენ - ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელებიც და შემსრულებლებიც პასუხს აგებენ

ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ჩვენს მეგობრებზე და თანამებრძოლებზე ზეწოლა, მეც ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცდილობენ ამით შეგვაშინონ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ არ გვეშინია, ყველა ერთად, მედგრად ვდგავართ და ბოლომდე მოვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელებიც და შემსრულებელი ზონდერებიც აუცილებლად აგებენ პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე“.

„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ჩვენს მეგობრებზე და თანამებრძოლებზე ზეწოლა, ურეკავდნენ ტელეფონზე, მათ შორის ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მეც ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცდილობენ ამით შეგვაშინონ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ არ გვეშინია, ყველა ერთად, მედგრად ვდგავართ და ბოლომდე მოვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით. მინდა მივმართო იმათ, ვინც ზონდერ ჯგუფებს ხელმძღვანელობს და შემსრულებელი ზონდერებიც აუცილებლად აგებენ პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და მოუწევთ თავიანთ დანაშაულებზე პასუხის გება. გუშინ სახლთან დამხვდა ოთხი ადამიანი და თავს დამესხნენ, უბრალოდ მე მოვახერხე თავის დაცვა, წიწაკის სპრეი გამოვიყენე, რის შემდეგაც გაიქცნენ და მიიმალნენ ტერიტორიიდან“, - განაცხადა ლუკა შველიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება