Associated Press - ახალ კალედონიაში, არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

ახალ კალედონიაში, არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი საფრანგეთის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, ახალ კალედონიაში შეიარაღებული შეტაკებების შედეგად მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეექვსე ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი მძიმედ დაშავდა.

ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპული მამაკაცია, ხოლო დაშავებულთა შორის მისი ვაჟიც არის.

შეგახსენებთ, ახალ კალედონიაში საპროტესტო აქციები საარჩევნო კანონის საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში მცხოვრებ მოსახლეობას არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. არეულობის შედეგად მიმდინარე კვირის დასაწყისში ორი პოლიციელი და სამი ადგილობრივი დაიღუპა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ოთხშაბათს ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება