ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, პატრიარქისადმი მადლიერება გამოვხატო, რომელმაც ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა და დაამკვიდრა - ეს მნიშვნელოვანია, გამოჩნდა, სად დგას ჩვენი ხალხი

მინდა ჩვენი პატრიარქისადმი მადლიერება გამოვხატო, რომელმაც ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენ ქვეყანაში. ეს არის მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა.

მისი განმარტებით, რუსთავში შეხვდა პარტიის აქტივს, სადაც ქვეყანაში მომდინარე მოვლენებზე, საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს.

ღარიბაშვილის თქმით, მთავარი განსახილველი თემა არჩევნები იყო, რისთვისაც „ქართული ოცნება“ ძალიან ძლიერად უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ძლიერი შედეგი დადოს“.

„ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და მე ჩემი ინფორმაცია გავუზიარე, ჩემი ანალიზი წარვუდგინე ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ პარტიას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი მოვლენებს ძალიან სწორად აფასებს. პირველ რიგში, მინდა ჩვენი პატრიარქისადმი მადლიერება გამოვხატო, რომელმაც ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენ ქვეყანაში.ეს არის მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, ქართული საზოგადოება, როგორ ღირებულებებზე, როგორ ფესვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხალხის მდგრადობა, სიძლიერე, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, მდგრადობა. შემთხვევითი არ იყო ის, რომ ოჯახის სიწმინდის იდეამ გააერთიანა მთელი საზოგადოება და ამიტომ, კიდევ ერთხელ მივესალმები გუშინდელ დღეს და კიდევ ერთხელ, მადლობა მინდ გადავუხადო ჩვენ პატრიარქს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინიციატივისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება