ირაკლი ღარიბაშვილი - ვინ გველაპარაკება ჩვენ, რომელი ძალა? - ვინც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა, ხოცავდა, აწამებდა! - მჯერა, რომ ძალადობრივი  ფაქტები გამოძიებული იქნება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოველგვარ ძალადობას გმობს და ემიჯნება.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

„ვგმობ ძალადობას და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან ახლა, რაღაც ცალკეულ ინციდენტებზე, ფაქტებზე, რომელიც რა თქმა უნდა, საჭიროებს თავის მხრივ გამოძიებას და მე მჯერა, რომ გამოძიებული იქნება ყველა ეს ძალადობრივი ფაქტი. ეს [ძალადობა] არის მიუღებელი. ვინ გველაპარაკება ჩვენ, რომელი ძალა გველაპარაკება? - ვინც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა, ხოცავდა, აწამებდა! საშინელება ხდებოდა და არც მედია იყო”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება