ირაკლი ღარიბაშვილი - მიუღებელია, როდესაც ჩამოდიან საგარეო საქმეთა მინისტრები და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან - ხალხმა უნდა იცოდეს, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, სუვერენიტეტის მინიმუმ 50% ბრიუსელს გადასცემს

თქვენ ვინ ხართ? საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს? - ეს დამოკიდებულება აქვთ - შეიძლება იყოს მოთხოვნები, მაგრამ ქვეყანა ეწინააღმდეგებოდეს და თავის ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მიუღებელია, როდესაც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ აქციებზე სიტყვით გამოდიან.

„ყველამ ვიხილეთ ევროპის ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ჩამოვიდნენ, შეხვდნენ პრემიერ-მინისტრიც და ყველა შეხვდა ჩვენი გუნდიდან. ასევე, მგონი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციის მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ჰქვია ამას თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში?

მიუღებელია, როდესაც ჩამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი, პირველი დიპლომატი და გამოდის და ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს მიუღებელია. ეს გვერდში დგომა კი არა უხეში ჩარევა, დარღვევაა და ამ დროს მეგობრობაზე საუბრობენ. მოეწონებათ, რომ ჩავიდნენ ჩვენი გუნდის, რომელიმე დეპუტატი ან დეპუტატები და გამოვიდნენ მათი ოპოზიციის მიტინგზე? გგონიათ, არაფერი აქვთ სათქმელი მათ ოპოზიციას? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით იქ რაც ხდება, მაგრამ მათ პოლიტიკურ შიდა საქმეებში არ ვერევით. რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას?

იცით რა არის პრობლემა? თქვენ ვინ ხართ? საქართველო როგორ ბედავს ამდენ რამეს? - ეს დამოკიდებულება აქვთ. ერთი ძალიან კარგი ევროპელი კოლეგა მეუბნებოდა - როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ვუთხარი როგორ შეიძლება საქართველო გამოარჩიო და მოლდოვაზე და უკრაინაზე უკან დააყენო? როცა წინ ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ და იცით რა მითხრა? - მან მითხრა - ჩვენი ქვეყანა მაშინ, როცა წევრიანდებოდა, მუხლებზე იყო დაჩოქილი და ჩვენ ყველაფერს ვასრულებდით უსიტყვოდ და თქვენ, როდესაც იცავთ თქვენ პოზიციას ეს ბრიუსელისთვის მიუღებელია. ისინი არ არიან მიჩვეულები ბარიერებს, მათ უნდათ მოვიდეს დავალება და ჩვენ შევასრულოთ.

ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებაა დაკანონებული. დავალება მიიღეს და გააკეთეს. მე გეუბნებით, რომ შეიძლება იყოს მოთხოვნები, მაგრამ ქვეყანა ეწინააღმდეგებოდეს და თავის ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, მივიღებთ იმას რაც მიიღეს სხვებმა.

ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება, სუვერენიტეტის მინიმუმ 50% ბრიუსელს გადასცემს”, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის